ამირან გამყრელიძე: 3216 ახალი შემთხვევა ნიშნავს, რომ შაბათ-კვირას ნაკლები გამოკვლევა ჩატარდა, პიკში ვართ

“დღეს რომ კორონავირუსის 3 216 შემთხვევაა, ეს ნიშნავს, რომ შაბათ-კვირას ნაკლები გამოკვლევა ჩატარდა, ასეა ხოლმე შაბათ-კვირას, განსაკუთრებით, კვირას ნაკლებია. ანუ დღეს ვმერყეობთ 3 000-სა და 4 000-ს შორის”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენ ხანს გაგრძელდება კორონავირუსის პიკი, ეს დამოკიდებულია, მათ შორის, იმაზე, როგორ დაიცავენ მოქალაქეები აუცილებელ რეგულაციებს.

„ჩვენ შესული ვართ პიკში, იცით, გვაქვს სამიდან 4 000-მდე შემთხვევა. დღეს რომ 3 216 შემთხვევაა, ეს ნიშნავს, რომ შაბათ-კვირას ნაკლები გამოკვლევა ჩატარდა, ასეა ხოლმე შაბათ-კვირას, განსაკუთრებით – კვირას ნაკლებია. ანუ დღეს ვმერყეობთ  3 000-სა და 4 000-ს შორის. შეიძლება, ერთი პერიოდი გვქონდა რამდენიმე დღე 4 500-4 700 შემთხვევა. ჩვენ პიკში ვართ ახლა, ეს პიკი რამდენხანს გაგრძელდება, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის, როგორ დავიცავთ ჩვენ იმ რეგულაციებს, რაც დაწესებულია. ვფიქრობ, შესაძლებელია, იყოს ცოტა კიდევ ზრდა, მაგრამ დაახლოებით ამ ფარგლებში უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები