კახი კავსაძე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

კახი კავსაძე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს, თუმცა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

ლევან რატიანის თქმით, ამ ეტაპზე, კავსაძის მდგომარეობა სტაბილურია.

„სახეზე იყო სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია. შოკის ხარისხი შემცირებულია. კომპიუტერული ტომოგრაფიით ფილტვის დაზიანების ინდექსი საშუალოა.

ბატონ კახის რამდენიმე ქრონიკული პათოლოგია აქვს და იმყოფებოდა მეთვალყურეობის ქვეშ, თუმცა კოვიდ 19-ს ახასიათებს ის, რომ რაც ორგანიზმში არის პათოლოგია, მის გამწვავებას იწვევს“, – განაცხადა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები