იდა ბახტურიძე: სკოლის ჟურნალში რა ნიშნები აქვს, ბარემ ის შევუმოწმოთ და ყოფა-ქცევაში რა ეწერა ეგეც

“ვინმეს სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახს პირად სტომატოლოგად ჰყავს უდიპლომო ექიმი?!”, – ამის შესახებ უფლებადამცველი იდა ბახტურიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ვინმეს სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახს პირად სტომატოლოგად ჰყავს უდიპლომო ექიმი?! სკოლის ჟურნალში რა ნიშნები აქვს, ბარემ ის შევუმოწმოთ და ყოფა-ქცევაში რა ეწერა ეგეც. რა არასერიოზულია, ღმერთო! და თალაკვაძემ სამოთახიანი ბინა რომ გაყიდა თურმე ნუცუბიძეზე, ამაში რაღა პრობლემაა? რაღაცნაირად ზოგი ახერხებს, რომ ის ხალხი, ვისაც ამდენი საკრიტიკო აქვს, მსხვერპლად გამოიყვანოს.

ნოდარ მელაძეები და ნიკა გვარამიები ჩვენ როცა მოგვადგებიან ან ჩვენს ოჯახის წევრებს, იტყვიან ბომბ არგუმენტს “ტვ პირველის/მთავარის ინფორმაციით” და ტყუილს ან სისხლის სამართლის დანაშაულებს დაგვაბრალებენ, იქ მიხვდებით, რომ ტიკარაძეებზე და თალაკვაძეებზე ხმა უნდა ამოგეღოთ. გვიანი კი იქნება ნამეტანი”, – წერს იდა ბახტურიძე.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები