თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფიცირებიდან მეთხუთმეტე დღეს სტაციონარიდან გაეწერა და უკვე სახლში იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბატონი თენგიზის მდგომარეობა სტაბილურია, თავს მხნედ გრძნობს და მადლობას უხდის ყველას ვინც ყურადღება გამოხატა.
შეგახსენებთ, რომ თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა, რის შემდეგაც იგი ჯერ სახლში მკუნალობდა, ხოლო მოგვიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.