ქუთაისში კორონავირუსით 62 წლის ეპიდემიოლოგი გარდაიცვალა

ქუთაისში კორონავირუსით 62 წლის ეპიდემიოლოგი ლია შეყილაძე გარდაიცავალა. იგი NCDC-ში მუშაობდა. მას კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა და კლინიკაში მკურნალობდა.

თავდაპირველად, მდგომარეობა სტაბილური იყო, მოგვიანებით დამძიმდა და მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ექიმ-ეპიდემიოლოგი გუშინ, გვიან ღამით გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, გარდაცვილი ექიმი მათი ცენტრის მთავარი ეპიდემიოლოგი იყო. ის დისტანციურად მუშაობდა, თუმცა მაინც დაინფიცირდა.  მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები