“ეს „შავი პა­რას­კე­ვი“ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ნამ­დვი­ლად იქ­ნე­ბა შავი პა­რას­კე­ვი! ახლა ნახეთ ვირუსის აფეთქება!”

ეს „შავი პა­რას­კე­ვი“ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ნამ­დვი­ლად იქ­ნე­ბა შავი პა­რას­კე­ვი, – ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტმა, გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის და ვაქ­ცი­ნე­ბი­სა და იმუ­ნი­ზა­ცი­ე­ბის გლო­ბა­ლუ­რი ალი­ან­სის მრჩე­ველ­მა გი­ორ­გი ფხა­კა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

ფხა­კა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ შე­ზღუდ­ვე­ბი დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია.

ამას­თანავე ის სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან და­უ­დევ­რო­ბა­ზეც სა­უბ­რობს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ის, რაც დღეს სა­ვაჭ­რო ცენ­ტრებ­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში ხდე­ბო­და, და­უშ­ვე­ბე­ლია.

„ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით კმა­ყო­ფი­ლი არ ვარ, ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, მე მგო­ნი, ერ­თა­დერ­თი ვარ, ვინც ამას ვამ­ბობ. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის კუ­თხით, ჩვენ საქ­მე გვაქვს ვირუს­თან, რო­მე­ლიც არის უჭ­კუო და ჩვენ ჭკვი­ა­ნი ხალ­ხი ვერ ვებ­რძვით ამ ვირუსს. სა­უ­ბა­რი არის, რომ პირ­ბა­დეს არ ვი­კე­თებთ, 2-მეტ­რი­ან დის­ტან­ცი­ას არ ვი­ცავთ, ხე­ლებს არ ვი­ბანთ. შე­ხე­დეთ, დღეს რა ხდე­ბო­და მეტ­რო­ში და მა­ღა­ზი­ებ­ში, სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის! ახლა ნა­ხეთ ვირუ­სის აფეთ­ქე­ბა! შე­ზღუდ­ვე­ბი ხომ იქ­ნე­ბა ხვა­ლი­დან, 2 კვი­რა­ში ნა­ხავთ რა აფეთ­ქე­ბა იქ­ნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში. ვამ­ბობ­დი, რომ 24 აგ­ვის­ტო­დან ჩვენ ვირუ­სი გაგ­ვექ­ცა, სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში უნდა შე­მო­ღე­ბუ­ლი­ყო ის ზო­მე­ბი, რო­მე­ლიც ახლა არის შე­მო­ღე­ბუ­ლი, და­აგ­ვი­ა­ნეს. ვირუ­სი გაქ­ცე­უ­ლია, ეს არ არის აფეთ­ქე­ბა, ამას უკვე აფეთ­ქე­ბაც არ ქვია.

სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა მა­გა­ლი­თი იმი­სა, რომ ყვე­ლა­ზე რთუ­ლად გა­მო­ვა კო­ვი­დი­დან. ტუ­რიზ­მი და­ი­ვი­წყეთ! მშე­ნებ­ლო­ბა, ბიზ­ნე­სი და­ი­ვი­წყეთ, ყვე­ლა­ფე­რი და­გენგრე­ვათ! ჩვენ მი­ვი­ღებთ გა­ნად­გუ­რე­ბულ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას და გა­ნად­გუ­რე­ბულ ეკო­ნო­მი­კას… დღეს რაც მე ვნა­ხე, არ და­ვი­ჯე­რე – რა ხდე­ბო­და ტრან­სპორ­ტში, მა­ღა­ზი­ებ­ში, ეს ხომ სა­ში­ნე­ლე­ბაა! პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო და ეთ­ქვა, დღე­ი­დან, ორ სა­ათ­ში ყვე­ლა­ფერს ვკე­ტა­ვო. ეს „შავი პა­რას­კე­ვი“ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში იქ­ნე­ბა ნად­ვი­ლად შავი პა­რას­კე­ვი. ამ და­გეგ­მა­რე­ბის მი­ხედ­ვით, სი­ტუ­ა­ცია ორი კვი­რის მერე უნდა ჩამ­ცხრა­ლი­ყო, დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, ახა­ლი წელი გვექ­ნე­ბა შავი, არც წი­თე­ლი და არც თეთ­რი, რა­ტომ ვა­კე­თებთ ამას, ვერ გა­ვი­გე და გა­მა­გე­ბი­ნეთ… რა ბიზ­ნე­სი და რა ტუ­რიზ­მი, მი­ხე­დეთ ჯან­მრთე­ლო­ბას! თუ გე­ყო­ლე­ბა ჯან­მრთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა, ბიზ­ნე­სიც გექ­ნე­ბა და ქვე­ყა­ნას აა­შე­ნებ“, – გა­ნა­ცხა­და ფხა­კა­ძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები