მცხეთასთან ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მცხეთასთან ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, დაახლოებით, 15:00 საათზე მოხდა. ავტომანქანაში სამი ახალგაზრდა ქალი იმყოფებოდა და ყველა დაიღუპა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. მათი ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო 15 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუეციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს 6-კაციანი ჯგუფი.

უწყების ცნობით, მყვინთავები დაუყოვნებლივ ჩავიდნენ 30 მეტრის სიღრმის ხევში და დაიწყეს სამაშველო-სამძებრო სამუშაოები. პარალელურად, დრონის მეშვეობით ხდებოდა მდინარის ხეობისს მონიტორინგი. მყვინთავი-მაშველების უწყვეტი სამუშაოების შედეგად სამივე ცხედრის პოვნა და ამოსვენება მალევე მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები