პატრიარქი მრევლს მიმართავს

საშობაო მარხვის დაწყებასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლს მიმართავს.

- რეკლამა -

- რეკლამა -

როგორც პატრიარქის მიმართვაშია აღნიშნული, ეპიდემიის მიზეზით შექმნილი ვითარების გამო, სასულიერო პირებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, იკონომიის წესით, საჭიროებისამებრ, მისცენ ნება მორწმუნეთ რძის ნაწარმის გამოყენებისა და არ შეუქმნან მათ დაბრკოლება წმინდა ზიარების მისაღებად.

„28 ნოემბერს, იწყება საშობაო მარხვა, რომელიც 7 იანვრამდე გასტანს. ამ მარხვაში 25 დეკემბრის ჩათვლით დაშვებულია თევზი (ოთხშაბათის და პარასკევის გარდა).

ეპიდემიის მიზეზით შექმნილი ვითარების გამო, სასულიერო პირებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, იკონომიის წესით, საჭიროებისამებრ, მისცენ ნება მორწმუნეთ რძის ნაწარმის გამოყენებისა და არ შეუქმნან მათ დაბრკოლება წმინდა ზიარების მისაღებად.

ასევე ვთხოვთ მრევლს, გააძლიერონ ლოცვა და, ყოველდღიური ლოცვების გარდა, დამატებით წაიკითხონ მე-3, 26-ე, 102-ე და 145-ე ფსალმუნები.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

მარხვა სინანულისა და შობა სიხარულისა გაგვითენოს უფალმა, ამინ!“ – ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში, რომელიც საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები