ალეკო ელისაშვილი: ბარიერგადალახულ პარტიებს დაფინანსება მიღებული ხმების მიხედვით უანგარიშდებათ, შესაბამისად, თუ იღებ თანხას, აღიარებ იმ შედეგს, რაც დაწერა ცესკო-მ

“პარტია „მოქალაქეები“ ვართ ბოიკოტის მონაწილეები და სანამ ვართ ბოიკოტის მონაწილეები, დაფინანსებას არ ავიღებთ”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური პარტიების მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ბარიერგადალახულ პარტიებს დაფინანსება მიღებული ხმების მიხედვით უანგარიშდებათ, შესაბამისად, თუ იღებ თანხას, აღიარებ იმ შედეგს, რაც დაწერა ცესკო-მ.

„კიდევ ერთხელ დავწერ ბოიკოტსა და საბიუჯეტო დაფინანსების აღებაზე. ჩვენ, პარტია „მოქალაქეები“ ვართ ბოიკოტის მონაწილეები და სანამ ვართ ბოიკოტის მონაწილეები, დაფინანსებას არ ავიღებთ. ბარიერგადალახულ პარტიებს დაფინანსება მიღებული ხმების მიხედვით უანგარიშდებათ, შესაბამისად, თუ იღებ თანხას, აღიარებ იმ შედეგს, რაც დაწერა ცესკო-მ. ბოიკოტი ჩვენ ხომ სწორედ იმიტომ გვაქვს გამოცხადებული, რომ შედეგებს არ ვაღიარებთ. ასე რომ, მგონი ლოგიკა უმარტივესია. ჩვენი პარტიისთვის მთავარი არის პრინციპები და ფასეულობები. ფული კიდე ყველაზე მეტად ჩვენ გვჭირდება, მაგრამ ჯერ ღირსება მერე ყველაფერი დანარჩენი“, – აცხადებს ელისაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები