„იმედის კლინიკის“ 57 წლის გინეკოლოგი კორონავირუსით გარდაიცვალა

„იმედის კლინიკის“ გინეკოლოგი, 57 წლის ზაზა იმერლიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა.

როგორც „კვირას“ კლინიკაში განუცხადეს, გარდაცვლილს სხვა მძიმე სომატური დაავადებების ჰქონდა.

„მეგობრის ოჯახში დაინფიცირდა კორონავირუსით, ჩვენს კლინიკაში არ ყოფილა. მკურნალობდა სახლში, ხოლო როდესაც დამძიმდა, მცხეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს და გუშინ გარდაიცვალა. 57 წლის იყო. ამასთანავე, მძიმე სომატური დაავადებები ჰქონდა – ანგიოპათია, I ხარისხის შაქრიანი დიაბეტი და სიმსივნე“, – გაბაცხადეს „იმედის“ კლინიკაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები