პაატა იმნაძე: ჯერჯერობით, კლებას ნამდვილად არ ველოდებით, პირველი შედეგები უნდა იყოს ორი კვირის შემდეგ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, შემზღუდველი ღონისძიებების გაფართოების პირველი შედეგები ორი კვირის შემდეგ უნდა იყოს.

„პირველ ყოვლისა, ველოდებით, რომ დასტაბილურდება სიტუაცია და კორონავირუსის შემთხვევების მატება არ გვექნება დეკემბრის მეორე ნახევარში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ შემდეგ დაავადების შემთხვევებმა კლება დაიწყოს. ჯერჯერობით, კლებას ნამდვილად არ ველოდებით. მით უმეტეს პირველ დღეებში. პირველი შედეგები უნდა იყოს ორი კვირის შემდეგ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები