პაატა იმნაძე: ჯომოლუნგმაზე ავდივართ, კორონავირუსის შემთხვევები ზემოთ მიდის

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, საგანგებო ბრიფინგის დროს პაატა იმნაძემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
მისი თქმით, შემთხვევების კლება დეკემბრის მეორე ნახევრიდან არის მოსალოდნელი.
„პირველ ყოვლისა, ველოდებით, რომ სიტუაცია დასტაბილურდება, დეკემბრის მეორე ნახევარში მატება აღარ გვექნება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ შემდგომ დაავადების შემთხვევები დავწიოთ. ჯერჯერობით, კლებას ნამდვილად არ ველოდებით.
ჯომოლუნგმაზე ავდივართ, კორონავირუსის შემთხვევები ზემოთ მიდის“, – განაცხადა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები