ქარელში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 2 ადამიანი გარდაიცვალა

ქარელში, რუსთაველის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

ახალგაზრდები ნაქირავებ სახლში ცხოვრობდნენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები