ნინო კალანდაძე: ბრალდების კითხვები საერთოდ არ ეხებოდა საქმესთან ჩემს კავშირს, მათი კითხვები შეეხებოდა ჩემს ზოგად ისტორიულ განათლებას

“მკითხეს კომისიასთან დაკავშირებული ძალიან ტექნიკური საკითხები, სხდომის დასაწყისშივე მათ განემარტათ, რომ ამ საქმიანობას არ ვიცნობ, მით უმეტეს, 2007 წლის პერიოდს და საერთოდ არ ვიცნობ კომისიის საქმიანობას, რადგან კომისიასთან შეხება არ მქონია”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ნინო კალანდაძემ დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე საქმე ეხება საქართველო-აზერბაიჯანს შორის შეთანხმებულ საზღვრებს, დავით გარეჯის საკითხი შედის საქართველო-აზერბაიჯანის შეუთანხმებელი საზღვრების ნაწილში, ამ ორი საკითხის ურთიერთდაკავშირება შეუძლებელია, მიუხედავად ბრალდების მხარის მრავალჯერადი მცდელობისა.

„ბრალდების კითხვები საერთოდ არ ეხებოდა საქმესთან ჩემს კავშირს, საერთოდ არ ეხებოდა სისხლის სამართლის საქმეს, საერთოდ არ ეხებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩემი საქმიანობის პერიოდს, არამედ ეხებოდა ჩემს ეთერებს, სადაც როგორც მოქალაქე და საჯარო პირი და არა, როგორც სახელმწიფო მოხელე ვსაუბრობდი. მათი კითხვები შეეხებოდა ჩემ ზოგად ისტორიულ განათლებას.

2012 წლის ბრიფინგთან დაკავშირებით, რომელიც არ ეხებოდა დავით გარეჯს, კითხვებიც არ დამისვეს. ეს განცხადება მოგვასმენინეს, შემდეგ შევთანხმდით, რომ ეს ჩანაწერი კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი, რომ მისგან აზრის გამოტანა საკმაოდ რთულია. სიმართლე გითხრათ, მე გამიჭირდა კონკრეტული კითხვის გაგება, რა აინტრესებდათ ჩემს პასუხთან დაკავშირებით. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მათ აინტერესებდათ რამდენად კარგად ვიცი საქართველოს ისტორია და რამდენად კარგად ვიცი სად იმყოფება დავით გარეჯის კომპლექსი და რა შეათანხმებები არსებობს საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული. საყურადღებოა ის, რომ მიმდინარე საქმე ეხება საქართველო-აზერბაიჯანს შორის შეთანხმებულ საზღვრებს, დავით გარეჯის საკითხი შედის საქართველო-აზერბაიჯანის შეუთანხმებელი საზღვრების ნაწილში, ამ ორი საკითხის ურთიერთდაკავშირება შეუძლებელია მიუხედავად ბრალდების მხარის მრავალჯერადი მცდელობისა. ეს არის სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც ძალიან უჭირს, ბრალდება ვერ კრავს საქმეს, მაგრამ მკაფიო პოლიტიკური დავალება აქვს, რომ ამ საქმიდან რამე გამოაძვრინოს, ამას მოწმობს ჩემი, როგორც მოწმის სტატუსით პირისთვის დასმული ყველა შეკითხვა, მათ შორის, ჩემი საჯარო განცხადებები, რომელიც ტელეფონში ჩამირთეს.

მკითხეს კომისიასთან დაკავშირებული ძალიან ტექნიკური საკითხები, სხდომის დასაწყისშივე მათ განემარტათ, რომ ამ საქმიანობას არ ვიცნობ, მით უმეტეს, 2007 წლის პერიოდს და საერთოდ არ ვიცნობ კომისიის საქმიანობას, რადგან კომისიასთან შეხება არ მქონია“, – განაცხადა კალანდაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები