ეკატერინე ტიკარაძე: საპენსიო ფონდთან დაკავშირებულ საკითხს საკოორდინაციო საბჭოზე დავაყენებ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საპენსიო ფონდთან დაკავშირებულ საკითხს განსახილველად საკოორდინაციო საბჭოზე დააყენებს.

კითხვაზე, რას ფიქრობს მინისტრი დაგროვებითი საპენსიო სისტემის ნებაყოფლობითობასა და მოსახლეობისთვის საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხების გამოყენების შესაძლებლობის მიცემასთან დაკავშირებით, მინისტრმა განაცხადა, რომ საკითხის განხილვა აქამდეც ყოფილა და თუ საზოგადოების მხრიდან შესაბამისი მოთხოვნაა, საკითხს განხილვისთვის კიდევ ერთხელ დააყენებს.

“ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვიმსჯელია, მაგრამ ვთქვით, რომ ეს არის ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლილი რეფორმა, აქედან გამომდინარე, ეს საკითხი განხილვაზე მეორედ აღარ დაგვიყენებია, თუმცა, ვინაიდან ეს მოსახლეობის მოთხოვნაა, დავაყენებ კიდევ ერთხელ საკითხს და ამ თემაზე ვიმსჯელებთ“,  – აღნიშნა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები