გიორგი გახარია: ჩვენი, ყველას მიზანი უნდა იყოს, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი იყოს ყველა ის პარტია და დეპუტატი, რომელსაც საქართველოს მოქალაქემ ხმა მისცა და პასუხისმგებლობა დააკისრა

“ჩვენი, ყველას მიზანი უნდა იყოს, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი იყოს ყველა ის პარტია და დეპუტატი, რომელსაც საქართველოს მოქალაქემ ხმა მისცა და პასუხისმგებლობა დააკისრა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ქვეყნის პოლიტიკის განმსაზღვრელი არის საქართველოს მოქალაქე.
„ეს ასე უნდა იყოს, მაგრამ ვიღაც თავისთვის თუ გადაწყვეტს, რომ ეს პასუხისმგებლობა არ აიღოს ან სხვა მიზნები ამოძრავებს, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, ვინც ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, არ შევკრიბოთ პარლამენტი, არ დავამტკიცოთ ბიუჯეტი, არ მივხედოთ ეპიდემიას, ეკონომიკურ კრიზისს და ა.შ. ჩვენი მოქალაქე არის განმსაზღვრელი ამ ქვეყნის პოლიტიკის. მან თქვა, რომ გაკისრებ პასუხისმგებლობას, ერთ, ორ, სამ და ხუთ პარტიას, იმუშავეთ ერთად და დაძლიეთ ეს კრიზისი, ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვიღებთ, როგორც ვიღებდით აქამდე. თუ ვიღაცას ამ პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლია, ეშინია, ან თავისი კომპეტენციის იმედი არ აქვს, ეს მათი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს არ აბათილებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც დაგვაკისრა ჩვენმა მოქალაქემ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები