“112”: მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მოქალაქეები ხორავას ქუჩაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით ერთი საათის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ “112”-ს, არის სიცრუე

“მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მოქალაქეები ხორავას ქუჩაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით ერთი საათის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ “112”-ს, არის სიცრუე”,- ამის შესახებ ინფორმაციას “112” ავრცელებს.

“მიმდინარე წლის 26 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში, თბილისში ა. ხორავას ქუჩაზე №9-ში ხანძართან დაკავშირებით, პირველი ზარი დაფიქსირდა 07:12 წთ-ზე. ოპერატორის და მოქალაქის საუბრის დრო შეადგენს 47 წამს.

07:13 წთ-ზე საქმე გადაეცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, პოლიციასა და სასწრაფო სამედიცინო სამსახურს. მეხანძრე / მაშველები 07:19 წთ-ზე მივიდნენ მისამართზე. საქმის გადაცემიდან 6 წუთში.

მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს მოქალაქეები ერთი საათის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ “112”-ს, არის სიცრუე. აღნიშნულ ინიციატორს, “112”-ის ოპერატორმა 4 წამში უპასუხა, შესაბამისად, ლოდინის დრო შეადგენს 4 წამს და არა ერთ საათს.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ინიციატორმა მოისმინა ავტომოპასუხე და არ გამოიყენა “112”-1, რაც გულისხმობს, რომ არ აირჩია დაკავშირება საპატრულო პოლიცია / სახანძრო-სამაშველო სამსახურთან, რაც უფრო შეამცირებდა ლოდინის დროს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე ხანძარს ორი მამაკაცი ემსხვერპლა. გარდაცვლილები 80 და 83 წლის უსინათლო ძმები იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები