მიხეილ ჩხენკელი: უნივერსიტეტებში, მედიცინის აკადემიური პროგრამების გარდა, სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, უნივერსიტეტებში, მედიცინის აკადემიური პროგრამების გარდა, სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.
,,დიდ ქალაქებში პროფესიული სასწავლებლები და უნივერსიტეტები სრულად გადავლენ დიტანციურ რეჟიმზე, გარდა უნივერსიტეტებში მედიცინის აკადემიური პროგრამებისა. სიტუაციიდან გამომდინარე, მედიცინის მიმართულება სტრატეგიული პრიორიტეტია ქვეყნისთვის. უნივერსიტეტებს ექნებათ იმის უფლება, რომ პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები ჩაატარონ არადისტანციურად”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება შეზღუდვების გამკაცრების შესახებ დღეს გახდა ცნობილი.