კაცი, რომელმაც ნაცისტური მისალმებისას ხელი არ ასწია – ავგუსტ ლანდმესერის ისტორია

ალბათ, ბევრს შეგხვედრიათ ინტერნეტსივრცეში 1936 წლის ფოტო, სადაც გულზე ხელდაკრეფილი მუშა დგას, რომელმაც უარი თქვა ნაცისტურ მისალმებაზე. ეს მუშა ავგუსტ ლანდმესერი იყო. ჩვენ მოგიყვებით, თუ რატომ გააკეთა მან ეს და რა მოხდა შემდეგ.

1936 წლის წლის ზაფხულს ჰამბურგში საზეიმო ვითარებაში წყალზე დაეშვა უკანასკნელი აფრიანი ნავი, 295-მეტრიანი სამხედრო-საზღვაო სასწავლო გემი „ჰორსტ ვესელი“, რომელსაც სახელი იმ ნაცისტი აქტივისტის საპატივცემულოდ დაერქვა, რომელიც 1930 წელს მოკლეს.

ჰორსტ ვესელის სიკვდილი  პოლიტიზებული იყო და ნაცისტური პროპაგანდისთვის გამოიყენებოდა, რითიც ის, ფაქტობრივად, წამებულად შეირაცხა. ვესელი, საკუთარი სახლის ზღურბლზე, თავის არეში გერმანიის კომუნისტური პარტიის წევრმა, ალბერტ ჰელერმა დაჭრა. ვესელმა უარი თქვა პირველ სამედიცინო დახმარებაზე, ვინაიდან ექიმი ებრაელი იყო და ერთ თვეში სისხლის დაავადების გამო დაიღუპა.

გემის წყალზე დაშვების ცერემონიას ადოლფ ჰიტლერიც ესწრებოდა. ვესელის დედამ, ტრადიციის თანახმად, გემზე შამპანურის ბოთლი გატეხა, ხოლო მოედანზე შეკრებილებმა, დიდი ენთუზიაზმით, მას სალამი მისცეს. მხოლოდ ერთი ადამიანი არ შეუერთდა მომხდარს და დემონსტრაციულად გადააჯვარედინა ხელები მკერდზე. მაშინ ავგუსტ ლანდმესერი 26 წლის იყო. ის ნაცისტურს პარტიას 1931 წელს იმ იმედით შეუერთდა, რომ სამსახურს იშოვიდა, მაგრამ 4 წლის შემდეგ იგი გამოაგდეს, ვინაიდან ავგუსტმა ებრაელ ირმა ეკლერზე იქორწინა.

1935 წელს მათ ქალიშვილი ინგრიდი შეეძინათ. 1937 წელს, დანიაში გადასვლის მცდელობისას ისინი დააკავეს, ხოლო ავგუსტი რასის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს. ის მას შემდეგ გაამართლეს, რაც მან სასამართლო დაარწმუნა, რომ ცოლის ეროვნების შესახებ არაფერი იცოდა. მამაკაცი იმ პირობით გაამართლეს, რომ არ ექნებოდა კავშირი საკუთარ ცოლთან, პირობის დარღვევის შემთხვევაში, მას კატორღული სამუშაოებით დასჯიდნენ. რამდენიმე თვეში ავგუსტი ისევ დააკავეს და „ბიორგერმორის“ ბანაკში გაუშვეს.

სამ დღეში ირმა ეკლერიც დააპატიმრეს. ორი შვილის დედა „ფიულსბიუთერის“ ციხეში გადაიყვანეს, იქიდან საკონცენტრაციო ბანაკ „ორანიენბურგში“, შემდეგ ქალთა საკონცენტრაციო ბანაკ „ლიხტენბურგ“ და ბოლოს „რავენცბრიუკში“. 1942 წლის დასაწყისში ირმა და კიდევ 14 000 პატიმარი გაზის კამერაში დაიღუპა.

1941 წლის 19 იანვარს ავგუსტ ლანდმესერი გაათავისუფლეს. 1944 წელს ის „შტრაფბატში“ გაიწვიეს და უგზოუკვლოდ დაიკარგა ხორვატიაში საომარი მოქმედებებისას. შესაძლოა, ის 1944 წლის 17 ოქტომბერს მოკლეს სტონთან ახლოს. 1949 წელს როსტოკის რაიონულმა სასამართლომ ის გარდაცვლილად გამოაცხადა, 1949 წლის 1 აგვისტოს თარიღით.

შვილები – ინგრიდი და ირენა – ქალაქის ბავშვთა სახლში მოხვდნენ. უფროსი გოგონას წაყვანა დედის დედამ მოახერხა, რომელიც 1953 წელს დაიღუპა, ხოლო უმცროსი ბავშვთა სახლში დარჩა, სანამ ის ოჯახმა არ იშვილა. 1991 წელს ირენ ეკლერმა გაზეთში ფოტო დაინახა და მამა ამოიცნო. 1951 წელს ავგუსტ ლანდმესერის და ირმა ეკლერის ქორწინება კანონიერად ჩაითვალა ჰამბურგის სენატის გადაწყვეტილებით. იმავე წლის შემოდგომას ინგრიდმა და ირენმა მამის გვარის აღება შეძლეს, მაგრამ ირენი მაინც დედის გვარს იყენებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები