გიორგი გახარია: ტაქსებთან მიმართებით სპეციფიკური შეზღუდვები არ წესდება, გარდა იმისა, რაც უკვე მოქმედებს

“ტაქსებთან მიმართებით სპეციფიკური შეზღუდვები არ წესდება, გარდა იმისა, რაც უკვე მოქმედებს – პირბადის ტარება და მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერის თქმით, 28 ნოემრბიდან მუშაობას აჩერებს ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის, მეტროც.

„ტაქსებთან მიმართებით არანაირი სპეციფიური შეზღუდვა, გარდა პირბადის ტარების, რაოდენობის შეზღუდვის, არ წესდება. რაც შეეხება მეტროს, როდესაც ვსაუბრობ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ჩერდება, მათ შორის ჩერდება მეტროც. ჩერდება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, როგორც საავატომობილო, ასევე მეტროც“, – განაცხადა გახარიამ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება შეზღუდვების გამკაცრების შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები