თბილისის ავტობუსების 31 მძღოლი კორონავირუსით დაინფიცირდა

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეების კორონავირუსით დაინფიცირების პარალელურად “კვირა” დაინტერესდა რა ვითარებაა ამ კუთხით მიკროავტობუსების და ავტობუსების მძღოლებთან დაკავშირებით.

როგორც კომპანია “თბილისის მიკროავტობუსებში” აცხადებენ, მძღოლების ტესტირება კოვიდ -19-ზე ინტენსიურად ხორციელდება.
„ჩვენთან მიკროავტობუსის მძღოლები Covid-19-ზე 5 დღეში ერთხელ იტესტებიან. თავის დროზე ძალიან დაგვეხმარა ინფექციური საავადმყოფო და ამ ეტაპისთვის ვირუსული ინფექციის შემთხვევა არ გამოვლენილა“, – განუცხადეს “კვირას” “თბილისის მიკროავტობუსების” კომპანიაში.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, ტესტირებების შედეგად გამოვლენილი მძღოლები შესაბამის მკურნალობას გადიან.

„ჩვენ სულ ავტობუსის 1472 მძღოლი გვყავს, რომელთაგანაც, დღეის მონაცემებით, 31-ია Covid-19-ით დაინფიცირებული და გადიან შესაბამის მკურნალობას“, – განუცხადეს “კვირას” “თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები