საფრანგეთის სენატი მთავრობას ყარაბაღის აღიარებისკენ მოუწოდებს – კანონმდებლებმა რეზოლუცია დაამტკიცეს

საფრანგეთის სენატმა, ხმათა უმრავლესობით, რეზოლუცია დაამტკიცა, რომლითაც ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, მთიანი ყარაბაღის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიაროს.

დოკუმენტი ასევე გმობს აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიას, რომელიც თურქეთის ხელისუფლებისა და უცხო ქვეყნის დაქირავებული მებრძოლების ხელშეწყობით განხორციელდა, ასევე, მოუწოდებს აზერბაიჯანს შეიარაღებული ძალების გაყვანას ტერიტორიიდან.

გარდა ამისა, ფრანგი კანონმდებლები მაკრონის მთავრობას მოუწოდებენ, ყარაბაღის მოსახლეობას მასშტაბური დახმარება აღმოუჩინოს, მოახდინოს საერთაშორისო კომისიის შექმნა, რომელიც მთიან ყარაბაღში სამხედრო დანაშაულებებს გამოიძიებს.

და ბოლოს, რეზოლუცია მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას, ყველაფერი გააკეთოს სამშვიდობო მოლაპარაკებათა პროცესის განახლებისთვის.

ოქტომბრის შუა რიცხვებში პროექტი განსახილველად პარლამენტის ეროვნულ საკრებულოს (ქვედა პალატას) წარედგინა.

ორივე კანონპროექტის მიხედვით, საჭიროა მთიანი ყარაბაღის აღიარება მისი მოსახლეობის დაცვისა და აზერბაიჯანის მხრიდან საომარი მოქმედებების საფრთხის გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები