ზურაბ ჯაფარიძე: არ ვიტყვი არაფერს ისეთს, რაც შეიძლება, საბაბად გამოიყენოს ხელისუფლებამ, რათა მერე ეს მოლაპარაკებები ჩაშალოს

“არ ვიტყვი არაფერს ისეთს, რაც შეიძლება, საბაბად გამოიყენოს ხელისუფლებამ, რათა მერე ჩაშალოს ეს მოლაპარაკებები”, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელშიც ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელიც მონაწილეობდა.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, ეს შეხვედრა არის მზადება მესამე რაუნდისთვის.

„რა გამოვა, ვერ გეტყვით, არც რაღაც განსაკუთრებული ოპტიმიზმის გაჩენა მინდა და არც რაღაც პესიმიზმის დათესვა. ტექნიკურ დეტალებს ვერ მოგიყვებით, არ მაქვს უფლება, რომ გამოვიტანო. არ ვიტყვი არაფერს ისეთს, რაც შეიძლება, საბაბად გამოიყენოს ხელისუფლებამ, რათა მერე ჩაშალოს ეს მოლაპარაკებები, ამიტომ, ჩემი მხრიდან იქნება დაცული ის პირობა, რომელიც მივეცი ამ ადამიანებს, ამ ხალხის პატივისცემის ამბავია, რომ არ ვილაპარაკო დეტალები გარეთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები