პაატა იმნაძე: დღეს რა ვირუსებიც ცირკულირებს, მათი 90% არის კოვიდი
“ასე შეიძლება, წითელაც, რომელიც ძალიან ძლიერ იმუნიტეტს ტოვებს, ვიღაცას მეორედ დაემართოს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
იმნაძის თქმით, დღეს დაჭერილია ბოკავირუსი, გაციების გამომწვევი ერთ-ერთი ვირუსი და ასევე რინოვირუსი.
„არ არის ჯერ სეზონური გრიპი. დღეს რაც ცირკულირებს, მათი 90 პროცენტი არის კოვიდი. ძალიან ცოტა იყო ძველი კორონავირუსი, ასევე, დაჭერილია ბოკავირუსი, ესეც გაციების გამომწვევი ერთ-ერთი ვირუსია და არის ასევე რინოვირუსი, რომელიც სურდოს იწვევს. ესენი არის ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით. პრაქტიკულად, ახლა ყველა გაციება არის კოვიდი.
რაც შეეხება რეინფიცირებას, შემთხვევა მსოფლიოში არის დადასტურებული, საბედნიეროდ ეს არის გამონაკლისი. ასე შეიძლება, წითელაც, რომელიც ძალიან ძლიერ იმუნიტეტს ტოვებს, ვიღაცას მეორედ დამართოს 60 მილიონიდან რამდენიმეა აღწერილი, შეიძლება, ჩვენთანაც მოხდეს. ჯერჯერობით, რაც არის, ტოვებს იმუნიტეტს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.