ამირან გამყრელიძე: პიკში შევედით, ხვალ გამოცხადდება გამკაცრებული ღონისძიებების შესახებ, დანის პირზე უნდა ვიაროთ

“ჩვენ პიკში შევედით და ეს აღმასვლა გაგრძელდება, თუ არ მივიღეთ გარკვეული გამკაცრებული ზომები”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ პიკში შევედით და ეს აღმასვლა გაგრძელდება, თუ არ მივიღეთ გარკვეული გამკაცრებული ზომები. ამასვე გვეუბნება მოდელირების სქემები – განზომვათა ინსტიტუტი სიეტლიდან გვაძლევს ამ ყველაფერს.
ხაზს ვუსმვამ, რომ არამარტო გამკაცრებული მიდგომები, პარალელურად, ტესტირების მეტი ხელმისაწვდომობა და ჯანდაცვის სექტორში მეტი მზადყოფნაა საჭირო, ვგულისხმობ მართვას ოჯახის ექიმების მიერ, ხოლო მძიმე პაცინეტს დახმარება გაეწიოთ ჰოსპიტლებში. ასეთია ზოგადი მიდგომა, ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ. ვფიქრობ, ხვალ გამოცხადდება გამკაცრებული ღონისძიებების შესახებ. დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ, ერთი მხრივ, წინ აღვუდგეთ ინფექციის შემდგომ გავრცელებას და რაც შეიძლება მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები