“ინფიცირების შემთხვევები, ოფიციალურთან შედარებით, 2-3-ჯერ მეტია, ჩვენი გათვლებით, დღეში 10, 000-მდე შემთხვევაა”
“საქართველოში ყველას, ვინც იკრიბება, სადაც უნდა იყოს და არ იცავს დისტანციას, არ იკეთებს ნიღაბს, მიუძღვის ბრალი”, – ამის შესახებ პაატა იმნაძემ ეპიდვითარებასა და ინფიცირების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ყველას, ვინც იკრიბება, სადაც უნდა იყოს და არ იცავს დისტანციას, არ იკეთებს ნიღაბს, მიუძღვის ბრალი, რესტორანში ქეიფები და 300-400-კაციანი ქორწილები რომ იყო და მერე ქუჩაში იკრიბებოდნენ, ჩვემთვის არ აქვს მნიშვნელობა. მე ყველასთვის ვამბობ – ეკლესია იქნება თუ პარლამენტი, ეს არის პრობლემა.
დღეს ინფიცირების შემთხვევები, ოფიციალურთან შედარებით, 2-3-ჯერ მეტია, ანუ ჩვენი გათვლებით დღეში 10, 000-მდე შემთხვევაა საქართველოში, უბრალოდ, ეს ადამიანები არიან უსიმპტომოები ან ძალიან მსუბუქი შემთხვევები, რომლებიც არ მიდიან, რომ გაიტესტონ და ა.შ.“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.