რა კვალსა და ჩივილებს ტოვებს COVID-19 ორგანიზმში – ექიმის განმარტება

რა კვალსა და ჩივილებს ტოვებს კორონავირუსი ორგანიზმში მას შემდეგ, რაც ადამიანი მისგან განიკურნება. ამ თემასთან დაკავშირებით “დღის კურიერში” მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა, მაკა ბულეიშვილმა ისაუბრა.

მან კორონავირუსით ინფიცირებულ მოქალაქეებს რჩევებიც მისცა.

“ბევრ ჩივილს ტოვებს. განსაკუთრებით აღინიშნება ხანგრძლივად გამყოლი ძვალსახსროვანი სისტემის მხრივ კუნთების ტკივილი, ქოშინი, არის ხშირად, რომ თავის ტკივილს უტოვებს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა, რომელიც საკმაო ხანს უგრძელდებათ.

აუცილებელია, გავანიავოთ ოთახი, სუფთა ჰაერი ყველასთვის კარგია. ასევე, ვურჩევდი, ვინც სახლშია, რომ მეტი მოძრაობა, ვისაც აქვს ფილტვების ესა თუ ის დაავადება ძალიან კარგია ბუშტების გაბერვა, ვიმოძრაოთ სახლში, მივიღოთ სითხეები, მაგრამ ასევე მინდა მინდა აღვნიშნო, რომ გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემების მქონე ადამიანებმა კონტროლი უნდა გასწიონ სითხეებთან დაკავშირებით, რამდენადაც არაა მიზანშეწონილი დიდი რაოდენობით სითხე,  კარგი იქნება, თუ შევინარჩუნებთ სიმშვიდეს. არავითარ შემთხვევაში არ მივიღოთ თვითნებურად არც ანტიბიოტიკები, არც – ჰორმონები, რაც ძალიან ხშირად მესმის პაციენტებისგან, რომ იღებენ დექსამეტაზონს, ანტიბიოტიკებს, ანტიკოაგულანტებს, გამათხელებლებს. ამით შეიძლება, ჩვენ მივიღოთ უფრო მეტი სავალალო შედეგი სხვა დაავადების სახით”, – განაცხადა მაკა ბულეიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები