ამირან გამყრელიძე: კორონავირუსზე, პირველ ყოვლისა, სამედიცინო პერსონალს აცრიან

“კორონავირუსზე, პირველ ყოვლისა, ალბათ, ყველა ქვეყანაში სამედიცინო პერსონალს აცრიან. იგივე ამერიკის შეერთებული შტატები იწყებს სამედიცინო პერსონალით აცრას, რადგან ყველაზე მოწყვლადი ეს ჯგუფია”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მეორე რისკ-ჯგუფი იქნება ხანდაზმულები და ისინი, ვისაც თანმხლები დაავადებები აქვს.

“FDA-მ მისცა გადაუდებელი დასტური რომ COVID 19-ის სამკურნალოდ გამოიყენონ მონოკლონურ ანტისხეულებზე დამყარებული “კოქტეილი”, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტს უმკურნალეს, თუმცა ეს იქნება გამოყენებული მცირე მასშტაბით, უფრო დიდი იმედია ვაქცინა. უკვე 5-6-მა ვაქცინამ გაიარა მესამე ფაზის კლინიკური კვლევები და რამდენიმემ საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა. ერთ-ერთია „ფაიზერისა“ და „ბიოენტეკის“ ვაქცინა, მეორე ასევე „მოდერნას“ ამერიკული ვაქცინა. ასევე დადასტურდა, რომ „ოქსფორდისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინას აქვს მაღალი პრევენციული დაცვის უნარი. ყველა თანხმდება, რომ მაღალი რისკ-ჯგუფია ჩემი კოლეგები. COVID 19-ზე პირველ რიგში ალბათ ყველა ქვეყანაში სამედიცინო პერსონალს აცრიან. იგივე ამერიკის შეერთებული შტატები იწყებს სამედიცინო პერსონალის აცრას, რადგან ყველაზე მოწყვლადი ეს ჯგუფია. მეორე რისკ-ჯგუფი იქნება ხანდაზმულები და ვისაც აქვს თანმხლები დაავადებები. როგორიცაა ფილტვის ობსტრუქციული დაავადებები, დიაბეტი, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. დანარჩენი კიდევ იქნება განხილული, როგორიცაა მოხუცებულთა სახლები, თავშესაფრები და ასე შემდეგ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები