ოპოზიციური პარტიების ლიდერები “ლელოს” ოფისში იკრიბებიან
ოპოზიციური პარტიების ლიდერები “ლელოს” ოფისში იკრიბებიან.
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, შეხვედრაზე სამომავლო გეგმაზე იქნება საუბარი.
“დღეს რამდენიმე მიმდინარე საკითხს განვიხილავთ. მათ შორის, როგორი ფორმით უნდა გაგრძელდეს პროტესტი. რამდენიმე დღეა იმისთვის, რომ ანალიზი გავუკეთოთ განვლილ ერთ თვეს პირველი ნოემბრიდან მოყოლებული და დავგეგმოთ ჩვენი საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგია, ამას, ბუნებრივია, დრო და სხვადასხვა ფორმატში შეხვედრა სჭირდება”, – განაცხადა უგულავამ.