საქართველოში კორონავირუსით 39 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 39 ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 526, მათ შორის, 6 192 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

„სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 051 გარდაცვალების შემთხვევა,” – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები