ეკატერინე ტიკარაძე: კოვიდსასტუმროებში ადგილების დეფიციტი არ არის

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდსასტუმროებში ადგილების დეფიციტი არ არის. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

„კოვიდსასტუმროებთან მიმართებით ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ გავზარდოთ საწოლფონდი. ამ ეტაპისთვის, დეფიციტი არ არის, რადგან დატვირთვა არის 47%, კოვიდსასტუმროებს ვამატებთ კიდევ 100 ჟანგბადის კონცეტრატორს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პაციენტების მკურნალობასა და ზედამხედველობას კოვიდსასტუმროებში“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

საქართველოში დღეს კორონავირუსი კიდევ 3 958 ადამიანს დაუდასტურდა, 3 531 კი გამოჯანმრთელდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები