მაია ზალდასტანიშვილი: ე.წ ჩაკეტვა ვერ დაამთავრებს ინფექციას, თუმცა, რაღაცნაირად დროში გაიწელება და ცოტა ამოსუნთქვის საშუალება გვექნება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების უფროსის, მაია ზალდასტანიშვილის განცხადებით, ე.წ ჩაკეტვა ვერ დაამთავრებს ინფექციას, თუმცა, ცოტა ამოსუნთქვის საშუალებას მოგვცემს.

მისივე თქმით, ​რესურსი არ არის თანხვედრაში საჭიროებასთან.

“ამჟამად, ჩვენს კლინიკაში ყველა საწოლი დაკავებულია და წარმოიდგინეთ, რა მძიმეა ექიმის მდგომარეობა, რომელსაც პაციენტი უკავშირდება, რომელსაც სუნთქვის მძიმე უკმარისობა აქვს და ჩვენ უარს ვეუბნებით მიღებაზე იმიტომ, რომ ფიზიკურად არ გვაქვს საწოლი. ე.წ ჩაკეტვა ვერ დაამთავრებს ინფექციას, თუმცა, რაღაცნაირად დროში გაიწელება და ცოტა ამოსუნთქვის საშუალება გვექნება”, – განაცხადა მაია ზალდასტანიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები