ზაალ უდუმაშვილი: ბუნებრივია, არცერთი პარტნიორი არ გვეტყვის, პარლამენტში არ შეხვიდეთო – ერთადერთი გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან არის ხელახალი არჩევნები
“ჩვენ პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ, ერთადერთი გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან არის ხელახალი არჩევნები”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, სადაც ისინი საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკური პარტიას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ.
მისივე თქმით, ოპოზიციის პოზიცია უცვლელია და ისინი პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.
“ჩვენ პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ, ერთადერთი გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან არის ხელახალი არჩევნები. რაც შეეხება ჩვენი მეგობრების გზავნილს, ბუნებრივია, არცერთი მათგანი არ მოგვიწოდებს და არ გვეტყვის იმას, პარლამენტში არ შეხვიდეთო. ეს დიპლომატების მოვალეობა და ვალდებულებაა. თუმცა, ამავე დროს, შექმნილ ვითარებაზე ორივე მხარეს აკისრია მოვალეობა და ჩვენ, ჯერჯერობით, ვერ ვნახეთ ვერცერთი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან, რომ ის მზად არის, განმუხტოს ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღეს ქვეყანაშია. უკვე მოლაპარაკების ორი რაუნდი იყო, სადაც მხარეებმა სრულიად განსხვავებული პოზიციები გავცვალეთ”, – განაცხადა უდუმაშვილმა.