რა ეღირება Moderna-ს ვაქცინა – კომპანიაში ფასი დაასახელეს

აშშ-ის ფარმაცევტულ კომპანია Moderna-ში განაცხადეს, რომ წლის ბოლომდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 20 მილიონი დოზის დამზადება იგეგმება.

ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა, სტეფან ბანსელმა გერმანულ ​Welt am Sonntag-ს განუცხადა.

მისი თქმით, პრეპარატის ღირებულება 25-37 დოლარი იქნება, მიწოდების მოცემულობიდან გამომდინარე.

“ეს სამართლიანი ფასია, თუ გავითვალისწინებთ, რამდენად მაღალია ჯანდაცვის სისტემის ხარჯი”, – თქვა მან და აღნიშნა,  კომპანია არ არის დაინტერესებული იმაში, რომ “მაქსიმალური სარგებელი მიიღოს”.

ბანსელის თქმით, ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებით ევროკომისიასთან მიმდინარე მოლაპარაკება კონსტრუქციულია და დასასრულს უახლოვდება, თუმცა, “ჯერჯერობით, არაფერია ხელმოწერილი”.

მან ასევე თქვა, რომ მიესალმება Pfizer-ისა და BioNTec-ის წარმატებას და განმარტა, რომ “ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა ფინიშამდე პირველები მივსულიყავით, რადგან ჩვენ აქცენტს ხარისხზე ვაკეთებთ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები