კორონავირუსით მღვდელ-მონაზონი შიო გარდაიცვალა

“კორონავირუსით ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის სოფელ გოდოგნის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი შიო გარდაიცვალა”,- ამის შესახებ ინფორმაციას “საპატრიარქოს უწყებანი“ ავრცელებს.

“დღეს, 2020 წლის 21 ნოემბერს, წმიდათა მთავარანგელოზთა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა დღესასწაულზე, ახალი კორონავირუსით (COVID-19) გარდაიცვალა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის სოფელ გოდოგნის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი შიო (სინატაშვილი). საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ რედკოლეგია მწუხარებას გამოვთქვამთ მამა შიოს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მღვდელ-მონაზონი შიო”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები