“ბიულეტენიდან ჩვენი სახელი და გვარი რომ ამოეღოთ ან უნდა გარდავცვლილიყავით, ან ნარკოვაჭრობისთვის დავეკავებინეთ, ან სექსუალური ძალადობისთვის – არც ერთს არ ვაპირებ”

საბურთალოელებმა ზურგი ვაქციეთ ჩრდილო კორეულ არჩევნებს, – ამის შესახებ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„ტექნიკურად შეუძლებელი იყო, რომ ბიულეტენიდან ჩვენი სახელი და გვარი ამოეღოთ ან უნდა გარდავცვლილიყავით, ან ნარკოვაჭრობისთვის დავეკავებინეთ, ან სექსუალური ძალადობისთვის – ღმერთმა სამივესგან დაგვიფაროს არც ერთს არ ვაპირებ, შესაბამისად, ტექნიკურად დარჩა ჩემი სახელი და გვარი.
ყველაზე დაბალი აქტივობა არის საბურთალოზე, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ პოლიტიკური კულტურა ძალიან მაღალია, საბურთალოელებმა ზურგი ვაქციეთ ჩრდილო კორეულ არჩევნებს. ერთი სული მქონდა მეორე ტურში სერგეენკოს გავჯიბრებოდი, შანსი არ ჰქონდა მას.
მე იმიტომ მოვუწოდებ ყველას ბოიკოტისკენ, რომ აზრი არ აქვს, 31 ოქტომბერს გვითრეს, რომ ვინც არ უნდა შემოხაზოთ მერე ამას თამარ ჟვანია და სხვები გადააკეთებენ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები