მიხეილ ყაველაშვილი: ხმა მივეცი ქვეყნის სწრაფ განვითარებას – იმედს ვიტოვებ, რომ მოლაპარაკებები დადებითად გადაწყდება და ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობა გაიმარჯვებს

“ხმა მივეცი სტაბილურობას, მშვიდობას და სწრაფ განვითარებას”,- ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მიხეილ ყაველაშვილმა არჩევნების მეორე ტურზე, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

ყაველაშვილი იმედოვნებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები დადებითად გადაწყდება.

“ხმა მივეცი სტაბილურობას, მშვიდობას და სწრაფ განვითარებას, იმედს ვიტოვებ, რომ ეს მოლაპარაკებები დადებითად გადაწყდება და გაიმარჯვებს პასუხისმგებლობა ქვეყნის მიმართ”, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები