“ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ალბათ უახლოეს დღეებში გაიმართება”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კონსულტაციები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მრავალპარტიული პარლამენტი ჩამოყალიბდეს.
,,ჩვენ მზად ვართ ყველანაირი კონსულტაციებისთვის, რა თქმა უნდა, ეს კონსულტაციები ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდეს მრავალპარტიული პარლამენტი, როგორიც უნდა ჩამოყალიბებულიყო ახალი საარჩევნო სისტემის საფუძველზე, რომელიც ჩვენ შემოვიღეთ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით. ალბათ, უახლოეს დღეებში უკვე გაიმართება ასეთი შეხვედრები“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.