საქართველოში კორონავირუსით 33 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში, კორნავირუსით საქართველოში 33 ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 948. მათ შორის 5 976 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

,,სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა. მათ შორის, თბილისში – 17, აჭარაში – 5, იმერეთში – 8, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1, ქვემო ქართლში – 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 927 გარდაცვალების შემთხვევა,” – განაცხადა ბერდია სიჭინავამ

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები