გიორგი გახარია საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა. გიორგი გახარია არჩევანს მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #5 უბანზე გააკეთებს.

დღეს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური იმართება ასევე ქუთაისში. საარჩევნო უბნები 8:00 საათზე გაიხსნა.

ცესკოს მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატებს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარდგენილი და ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატები უპირისპირდებიან. თუმცა ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს და იგივეს მოუწოდებს თავის ამომრჩეველსაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები