სოზარ სუბარი: „ქართულ ოცნებას“ მყარი უმრავლესობა აქვს და ქვეყნის აღმშენებლობა გაგრძელდება
სამგორის რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ მყარი უმრავლესობა აქვს.
„21 ოქტომბერს, ძალიან მკაფიო არჩევანი გააკეთა ქართველმა ხალხმა, სტაბილურობის და მომავალი განვითარების სასარგებლოდ და დღესაც ძალიან მნიშნელოვანია, ყველგან, სადაც მეორე ტურია, იგივე არჩევანი განმეორდეს. ბუნებრივია, მეც ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. დარწმუნებული ვარ, იგივე იქნება 17-ვე ოლქში.
ძალიან მალე ჩაივლის ეს ხელოვნური კრიზისის შექმნის მცდელობა და საქართველოს პარლამენტი ძალიან მალე შეიკრიბება, „ქართულ ოცნებას“ მყარი უმრავლესობა აქვს და გაგრძელდება ქვეყნის აღმშენებლობა. ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავია, ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, როგორიც არის მსოფლიო პანდემია, როგორიც არის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და დემოკრატიის მშენებლობა“, – განაცხადა სუბარმა.