შალვა ნათელაშვილი – ჩვენც ამას ვითხოვთ წლებია, ხელისუფლებას მოვუწოდებ დააკმაყოფილოს მძარცველის მოთხოვნები
„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში, წერეთელზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ყაჩაღობასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.
„ჩვენც ამას ვითხოვთ წლებია
- აზარტული თამაშების აკრძალვას
- ბანკებში სესხის წლიური მაქსიმალური ზღვარი 7 პროცენტი
- პენსიონერებისთვის წამლები ხელმისაწვდომ ფასებში
ხელისუფლებას მოვუწოდებ დააკმაყოფილოს მძარცველის მოთხოვნები“, – დაწერა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, წერეთლის გამზირზე, ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 1 პირია შეჭრილი და მას მძევლები ჰყავს აყვანილი. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ყაჩაღობას ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო.