თბილისში ხომლის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თბილისში, ვაკის რაიონში მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ხომლის ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის შედეგად, მოეწყობა გზის დამჭერი კედელი, სანიაღვრე ქსელი, ბორდიური და დაიგება ასფალტის საფარი. გრუნტის გზის ნაცვლად ასფალტი, დაახლოებით, 6000 კვ. მ ფართობზე მოეწყობა.
სამუშაოებს შპს „პარმა“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 450 000 ლარს შეადგენს.
ხომლის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები