ქალთა კლუბ „ლანჩხუთის“ ფეხბურთელები: ოთხი თვის ხელფასი მოსაცემი ჰქონდათ, ჰიგიენის ნივთებიც კი არ გვქონდა, ერთი ფეხბურთელი დახეული ბუცით თამაშობდა
გურიის საფეხბურთო ქალთა კლუბი „ლანჩხუთი“ ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.
გუშინ მათ რუმინეთში გამართულ შეხვედრაში ადგილობრივი გუნდი „კლუჟი“ 0-1 დაამარცხეს.
ფეხბურთელები კლუბში შექმნილ ვითარებაზე საუბრობემ და აცხადებენ, რომ შექმნილი სიტუაცია მძიმეა.
„ხუთი კაცი ცხოვრობს ერთ ოთახში. გვაქვს ჩვეულებრივი გაზის გათბობა, ზამთარში ძალიან გვიჭირს, გარეთ ვბანაობთ. რამდენიმე სართულის გავლა გვიწევს და ამოსვლისას ვცივდებით ხოლმე. სარეცხს გაზთან ვაშრობთ, რომ შემდეგი თამაშისთვის მოვემზადოთ. ჰიგიენის ნივთებიც კი არ გვქონდა და, სხვათა შორის, არც ბუცები. ერთი ფეხბურთელი დახეული ბუცით თამაშობდა“, – თქვა ერთ-ერთმა ქალმა ფეხბურთელმა.
მეორე მოთამაშის თქმით, მათ 4 თვის ხელფასი ასაღები ჰქონდათ.
რაღაცის გაკეთება შეიძლებოდა, ადგილობრივ ხელისუფლებას ელემენტარული სპორტულები რომ მოეცა, შეიძლებოდა. 4 თვის ხელფასი მოსაცემი ჰქონდათ, ხოლო რუმინეთში წამოსასვლელად 2 თვის რაც ჩაგვირიცხეს კლუბის წარმომადგენლებმა, სესხი აიღეს, რაღაც რომ გვეყიდა“, – განაცხადა ერთ-ერთმა ფეხბურთელმა.