კორონავირუსით ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი გარდაიცვალა
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე კორონავირუსით გარდაიცვალა.
მეუფე ლაზარე 1981 წლის 7 მარტს სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ აკურთხა დიაკვნად.
2017 წლის 2 იანვარს ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი) გადმოყვანილ იქნა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად.
ეპისკოპოსი ლაზარე დღეს, დილით კორონავირუსით გარდაიცვალა.