ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე გავიდა

ქალთა საფეხბურთო კლუბი გურიის „ლანჩხუთი“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე გავიდა.

საქართველოს 2019 წლის ჩემპიონმა პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის ვიცე-ჩემპიონი „ოკჟეტპესი“ 2:1, ხოლო მეორე ეტაპზე რუმინეთის მრავალგზის და მოქმედი ჩემპიონი „ოლიმპია კლუჟი“ 1:0 დაამარცხა.

გამარჯვების გოლი რუმინელთა კარში ხატია ჭყონიამ მატჩის 68-ე წუთზე გაიტანა.

ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, საქართველოს წარმომადგენელი ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

პრესტიჟული საფეხბურთო ტურნირის 1/16 ფინალში ევროპის უძლიერესი გუნდები იასპარეზებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები