კახა კალაძე: ვულოცავ! მეამაყება და ვაფასებ ამ საოცარ გუნდს
კახა კალაძე: პირველად ისტორიაში, ქართული საფეხბურთო კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს, ეამაყება და ვაფასებ ამ საოცარ გუნდს
“ქართულ ფეხბურთში სასიხარულო ამბავი მოხდა! პირველად, ისტორიაში, ქართული საფეხბურთო კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს”, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს და გურიის ქალთა ნაკრების წარმატებას ეხმაურება.
“ქართულ სპორტში, ქართულ ფეხბურთში. სასიხარულო ამბავი. მოხდა! პირველად, ისტორიაში, ქართული საფეხბურთო კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს. გურიის ქალთა საფეხბურთო კლუბმა “ლანჩხუთმა“ ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი ეტაპი გადალახა. ჩვენმა გოგონებმა გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინეთის ჩემპიონი „კლუჟი“ 1:0 დაამარცხეს! ვულოცავ! მეამაყება და ვაფასებ ამ საოცარ გუნდს! ვუსურვებ წინსვლას და გამარჯვებებს ამ ასპარეზობაში! ვგულშემატკივრობთ მთელი საქართველო!”, – წერს კახა კალაძე.
გურიის ქალთა საფეხბურთო კლუბმა “ლანჩხუთმა“ ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი ეტაპი გადალახა, მან სტუმრად რუმინეთში „კლუჟი“ 1:0 დაამარცხა.
მომდევნო მეტოქის ვინაობას „ლანჩხუთი“ 24 ნოემბერს გასამართ კენჭისყრაზე გაიგებს, მატჩები კი ორ წრედ გაიმართება. პირველი ეტაპის შეხვედრები 8-9 და 15-16 დეკემბერს გაიმართება.