არჩილ თალაკვაძე: ვულოცავ, ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბს, ჩვენს საამაყო სპორტსმენებს შთამბეჭდავ გამარჯვებას!

“ქართული ოცნების”ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთს“ ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი ეტაპის გადალახვას ულოცავს.

არჩილ თალაკვაძემ სოციალურ ქსელში გუნდის ფოტო გაავრცელა.

​”ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბი ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებს! მათ, რუმინეთში ადგილობრივი “ოლიმპია კლუჟი” დაამარცხეს და მომდევნო ეტაპზე გადავიდნენ. ვულოცავ, ჩვენს საამაყო სპორტსმენებს შთამბეჭდავ გამარჯვებას!”,- წერს თალაკვაძე.

„ლანჩხუთმა“ სტუმრად რუმინეთში „კლუჟი“ 1:0 დაამარცხა.

მომდევნო მეტოქის ვინაობას „ლანჩხუთი“ 24 ნოემბერს გასამართ კენჭისყრაზე გაიგებს, მატჩები კი ორ წრედ გაიმართება. პირველი ეტაპის შეხვედრები 8-9 და 15-16 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები