დუშეთის N1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს
დუშეთის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ღირებულება 2 535 470 ლარია, ხოლო პროექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
ვაჟა-ფშაველას სახელობის ისტორიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ამორტიზებულია, სარეაბილიტაციო სამუშაოები როგორც შიდა, ისე გარე ნაწილში ტარდება. სკოლა აღიჭურვება ახალი ინვენტარით და ის ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
დუშეთის N1 სკოლაში ამჟამად ხუთასამდე მოსწავლე სწავლობს, რომლებიც, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, დუშეთის ნომერ მეორე სკოლაში დადიან.
მიმდინარე სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის მოვალეობის შესრულებელმა მაცაცო (მანანა) ნარიმანიძემ დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტის ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა.
“დუშეთის პირველი საჯარი სკოლა ისტროული შენობაა, პროექტის მიხედვით მოხდება მისი სრული რეაბილიტაცია და მალე ის მოსწავლეები, რომლებიც ამ შენობაში სწავლობდნენ, ახალ, თანამედროვე შენობაში მიიღებენ განათლებას. ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, მსგავსი სახის სარემონტო სამუშაოები ამ დაწესებულებას არ ჩატარებია არასდროს. გარდა შენობისა, კეთილმოეწყობა სკოლის ეზოც”, – განაცხადა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა.