შალვა კერესელიძე: ჩვენი პრიორიტეტი რეგიონების და ხეობების განვითარების ხელშეწყობაა

 

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი რეგიონების და ხეობების განვითარების ხელშეწყობაა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ყაზბეგის, დუშეთის, თიანეთისა და მცხეთის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა კერესელიძემ ტელეკომპანია „მაესტროს” გადაცემა „რეგიონებში” ჩართვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას სურს მთაში და ბარში საკარმიდამო ნაკვეთებს დაუბრუნდეს მოსახლეობა, რაზეც „ქართული ოცნების” მთავრობას უკვე დაწყებული აქვს მუშაობა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებების მშენებლობა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა,სოფლების გაზიფიკაცია  და ინტერნეტიზაცია.

„ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დაწყებული მაღალმთიანი რეგიონის კანონით და დამთავრებული ინფრასტრუქტურული პროექტებით. ჩვენი მიდგომა მომავალში იქნება კომპლექსური, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს რეგიონებში, სოფლებში მოსახლეობის დამაგრებას და, პარალელურად, ფიქრს და ზრუნვას იმაზე, რომ დავუბრუნოთ მთას მოსახლეობა. უნდა შეიქმნას შესაბამისი საგანმანათლებლო  ინფრასტრუქტურა და ამაზე მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. მოსახლეობას უნდა ჰქონდეს სამედიცინო სერვისების მიღების შესაძლებლობა, უნდა მოხდეს გაზიფიცირება, ინტერნეტიზაცია და, რაც მთავარია ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენ მათ ვეხმარებით მიზნობრივი პროგრამებით  როგორც სასოფლო-სამეურნეო ნაწილში, ისე ტურისტული სფეროს განვითარების მხრივ” – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები